რუსეთმა ბელგოროდში „ილ-76“-ის ჩამოგდების შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა
რუსეთმა ბელგოროდში „ილ-76“-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ილ-76“-ზე თავდასხმას კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული მეთოდების გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი“ უწოდა.
„დაახლოებით საათნახევრის წინ უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა ჩანიშვნა მოვითხოვეთ. იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობა მოვალეობას შეასრულებს და შეხვედრას ჩანიშნავს. 2022 წლის ისტორიის გამეორებას, როდესაც ბუჩაში ინსცენირება მოაწყვეს, არ ვისურვებდი. ბრიტანეთის წარმომადგენლობა მსგავსი შეხვედრის მოწვევაზე სამი დღის განმავლობაში უარს ამბობდა“, – აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“ ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ თვითმფრინავს 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ ფლობენ სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბელგოროდის ოლქში ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო თვითმფრინავში.