“არ აჰყვეთ რუსეთის პროვოკაციას, მტერი მზაკვრულია, ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს” – უკრაინის ომბუდსმენი მედიას და მოქალაქეებს მიმართავს 

უკრაინის ომბუდსმენი, დიმიტრი ლუბინეცი ბელგოროდის ოლქში სატრანსპორტო თვითმფრინავის – ილ-76-ის ჩამოგდება გამოეხმაურა, რომელშიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ავიაკატასტროფას სულ 74 ადამიანი იმყოფებოდა.

ლუბინეცმა სოციალურ ქსელში მედიას და უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, ნაადრევი დასკვნები არ გამოიტანონ და მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ენდონ.

“როგორც მტრის რესურსები წერენ, ბორტზე თითქოს უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. როგორც უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, ყველა დეტალს ვარკვევ და მიღებულ ინფორმაციას ვაანალიზებ“, – აღნიშნა ლუბინეცმა.

მან მედიას და უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, ნაადრევი დასკვნები არ გამოიტანონ და ენდონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და ასევე, არ გააზიარონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

„მტერი მზაკვარია. ჩვენ ყველამ ვიცით, რა საშინელი მეთოდების გამოყენება შეუძლია რუსეთის ფედერაციას უკრაინის საზოგადოების დესტაბილიზაციისთვის. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით”,- წერს უკრაინის ომბუდსმენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები