“უკრაინაში ჯერ ვერ ადასტურებენ, რომ ბელგოროდთან ილ-76 მათმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს” – Суспільне

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბელგოროდთან ილ-76 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი Суспільне.   იტყობინება.

უკრაინის თავდაცვის უწყებაში “ინფორმაციას არკვევენ”.

ბელგოროდში სატრანსპორტო ილ-760-მა კატასტროფა, დაახლოებით, ერთი საათის წინ განიცადა. ბორტზე 76 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან 56 უკრაინელი სამხედრო ტყვე იყო, რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა. ასევე, თვითმფრინავში ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი იმყოფებოდა.

გადაურჩა თუ არა ვინმე კატასტროფას, ოფიციალურად ჯერ ცნობილი არ არის.

ტელეგრამის არხი “112” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები