მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ Point-ი წერს.

როგორც მან პრესკონფერენციაზე თქვა, “მე მჭირდება შესვენება. ევროკავშირში მოლდოვის რესპუბლიკის გაწევრიანების საქმეში მმართველი გუნდის ძალისხმევაში წვლილის შეტანას გავაგრძელებ”.

პოპესკუ ქვეყნის საგარეო უწყებას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.

პორტალი Deschide.MD აღნიშნავს, რომ მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გაჩნდა.

მედია წერს, რომ პოპესკუს შემცვლელი, სავარაუდოდ, ამჟამინდელი ვიცესპიკერი – მიხაი პოპშა გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები