„ევროპის უნივერსიტეტში“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის დაჯილდოება გაიმართება

24 იანვარს, 13:00 საათზე, განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ევროპის უნივერსიტეტში“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის – „განათლება ქმნის მომავალს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ევროპის უნივერსიტეტის“ ოლიმპიადაში ქვეყნის მასშტაბით 200-მდე მე-12 კლასელმა მიიღო მონაწილეობა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ყველა მათგანს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატი გადაეცემა, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები კი სპეციალურად დაწესებული გრანდიოზული პრიზებით დაჯილდოვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები