სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსულო გაიხსნა

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოში ე.წ.საკონსულო განყოფილება გაიხსნა, რომლის მიზანია “სირიაში მცხოვრები თანამემამულეების ხელშეწყობა, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება”.

განყოფილების ხელმძღვანელად გეის ალ-ჰარკი დაინიშნა.

გარდა შესაბამისი დოკუმენტების გაცემისა, ე.წ. საკონსულო “აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, გეგმავს სხვა საკონსულო სერვისების გაწევას, რომლებიც მიმართულია აფხაზი მოქალაქეების დახმარებასა და ხელშეწყობაზე სირიაში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები