ოკუპირებულ გაგრაში 2023 წელს, ჯამურად, 16 ადამიანია დაკარგული

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა, რობერტ კიუტმა გაგრის რაიონში გასული წლის საქმიანობის შესახებ გასვლითი სხდომა ჩაატარა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2023 წლის 12 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 686 პირს დაეკისრა, მათ შორის, 59 შემთხვევა ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისთვის.

გარდა ამისა, გაგრის რაიონის ძებნილთა 38 საქმეა, რისთვისაც ოთხი პირი დააკავეს.

დაკარგულია  16 ადამიანი, ორი ამოუცნობი გვამი აღირიცხა.

რაც შეეხება ცანდრიფშის პოლიციის განყოფილებას, აქ 43 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც 40 გახსნილია.

ბიჭვინთაში 13 დანაშაულია და ათი გახსნილია.

ბზიფის პოლიციის განყოფილებამ, 9 დანაშაული აღრიცხა, ყველა მათგანი გახსნილია.

ე.წ. საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების 12 241 დარღვევა გამოავლინეს.

ე.წ. მინისტრის მოადგილემ, ბესლან ჭკადუამ გაგრის რაიონის საგზაო პოლიციის მუშაობას ,,არადამაკმაყოფილებელი,, უწოდა. მისივე თქმით, ე.წ. შსს-ს ხელმძღვანელობა ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული თანამშრომლის მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები