ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს „მაზდას“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლეტი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, დაშავდა მოტოციკლეტის მძღოლი. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ბეჭის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა და ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები