ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გაიმართა

ისრაელის რამდენიმე ქალაქში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა. საპროტესტო აქციები ერთდროულად ჩატარდა თელ-ავივში, იერუსალიმსა და კესარიაში.

დემონსტრანტები ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, უფრო მეტი გააკეთოს ღაზის სექტორში მყოფი 100-ზე მეტი მძევლის გასათავისუფლებლად. ამასთან ერთად, მომიტინგეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი სიტყვით გამოსვლისას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებითაც გამოვიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები