ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის ერთ-ერთ ადამიანს დაეჯახა.

დაშავებული ბაკურიანში, კლინიკაში გადაიყვანეს. მას ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები