„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რომ არის 60%, ეს არის ფაქტი, ჩვენ რომ გვყავს ხელმოცარული ოპოზიცია, ესეც არის ფაქტი” – რატი იონათამიშვილი

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რომ არის 60%, ეს არის ფაქტი. ჩვენ რომ გვყავს ხელმოცარული ოპოზიცია, ესეც არის ფაქტი”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„თუ ვინმე და რამე არ მოსწონს ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის, ოპოზიციურ ამომრჩეველს, ეს არის ის ოპოზიცია, რომელიც დღეს გვყავს ქვეყანაში. ეს შედეგები არის დამსახურებული, ვინაიდან ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი უკეთებია, გარდა იმისა, რომ უპირისპირდებოდა არა საკუთრივ „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენს სახელმწიფოს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები