“უკრაინის ომი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდეს და მას პუტინი არ დაასრულებს” – რადეკ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადეკ სიკორსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდეს, იქამდე, ვიდრე რუსეთი თავის შეცდომას არ გააცნობიერებს და ომს ვლადიმერ პუტინი არ დაასრულებს.

ამის შესახებ მან დავოსში, დისკუსია თემაზე “რუსეთი – რა არის შემდეგი?“ ფარგლებში თქვა.

„პუტინმა უკუქცევის წერტილი გადალახა. ახლა ის ბრალდებული სამხედრო დამნაშავეა და ვფიქრობ, რომ ამ კოლონიალურ ომს სხვა გუნდი დაასრულებს და არა ის, რომელმაც ის დაიწყო”,- თქვა მან.

სიკორსკიმ თქვა, რომ კოლონიალური ომები, როგორც წესი, დაახლოებით ათ წელს გრძელდება და ამ დროის განმავლობაში რუსეთი უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო.

„როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებებს სხვა გუნდი იღებს, რადგან გუნდი, რომელიც ასეთ ომს იწყებს, ძალიან იშვიათად აღიარებს შეცდომას. ამიტომ, ამას ათი წელი დასჭირდება და ეს უნდა იყოს ჩვენი საბაზისო სცენარი“, – თქვა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები