“საპატიმრო უფლებების დარღვევა, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ სააკაშვილი და მისი მომხრეები, აღმოჩნდა მტკნარი ტყუილი” – მიხეილ სარჯველაძე
“საპატიმრო უფლებების დარღვევაზე, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ სააკაშვილი და მისი მომხრეები, აღმოჩნდა მტკნარი ტყუილი”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
“რაც შეეხება რამდენიმე რეკომენდაციასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს უკავშირდება იმას, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დროს, არ აქვს პატიმარს შესაძლებლობა სხვა პატიმართან ურთიერთობის. ეს უსაფრთხოების ზომებიდან არის გამომდინარე, იმ ფონზე, როდესაც ეს არ არის საპატიმრო დაწესებულება, არამედ არის კლინიკა და იქ არის განსაკუთრებული ზომები. ამიტომ, არავითარი ინტერპრეტაციის საშუალებას ეს არ იძლევა და წერტილი დაესვა ყოველგვარ ინსინუაციებს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.