„ვხედავთ, რომ ახალი ენერგიით ცდილობს ბოლშევიზმი საქართველოში ფრთების გაშლას“ – ირაკლი კობახიძე ფერაძის განცხადებაზე

“ასეთი უხეში ფორმით ბოლშევიზმი გვახსოვს საუკუნის წინანდელი პერიოდიდან და გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს, თუმცა ვხედავთ, რომ ახალი ენერგიით ცდილობს ბოლშევიზმი საქართველოში ფრთების გაშლას”, – ასე გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძის განცხადებას სამების საკათედრო ტაძრის შესახებ.

„ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის. აქედან გამომდინარე, ვერავითარი გასაქანი ამ ბოლშევიზმს ვერ ექნება. შესაბამისად, საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე“, – მიიჩნევს კობახიძემ.

სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარს კორუფციის მთავარი ტაძარი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები