მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: ჩუმად იყვნენ მაშინ, როცა იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო, აყვირდნენ მაშინ, როცა პრობლემა მკაცრად გადაიჭრა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება

“კახა კალაძის წინააღმდეგ ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე “ანამნეზი”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით  ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს.

“ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ქონდა კონტრაქტორთან. (მაქსიმუმ ღლიცინებდნენ ).

აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება – როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება.

პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ ამბავი აეტეხათ…”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები