აშშ იემენელ „ჰუსიტებს“ ტერორისტთა გლობალურ სიაში ხელახლა დააბრუნებს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება პასუხი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტების მიერ „ჰუსიტების“ ანგარიშების გაყინვასა და მათი ოჯახის წევრების აშშ-ში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმა გასული წლის ნოემბრის თვეში დაიწყეს.