არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს

ამერიკელი მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს.

ამის შესახებ Bild-ი წყაროზე დაყრდნობით წერს და აეროპორტის პოლიციის განყოფილებიდან მსახიობის ფოტოს აქვეყნებს.

დღეს, 17 იანვარს 76 წლის მსახიობი ბავარიის დედაქალაქში გაფრინდა. იქიდან ის ავსტრიაში, კიცბიუელში გეგმავდა გამგზავრებას, სადაც კლიმატის მსოფლიო სამიტი იმართება.

თუმცა, შვარცენეგერი საბაჟო შემოწმების დროს დააკავეს და ამ დრომდე აეროპორტში პოლიციის ოფისში იმყოფება.

პრობლემები წარმოიშვა იმის გამო, რომ შვარცენეგერს შვეიცარიული კომპანია Audemars Piguet-ის ძვირადღირებული საათი აღმოაჩნდა. მსახიობი ამტკიცებს, რომ აუქციონზე მის გაყიდვას აპირებდა.

გამოცემა არ აზუსტებს, თუ რატომ არის ეს დარღვევა ან დაკავების მიზეზი. თუმცა, სავარაუდოა, რომ ის დეკლარირებული არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები