“ტრამპის პოზიციის მიუხედავად, აშშ ნატოდან არ გავა” – სტოლტენბერგი
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ, არჩევნების შედეგების მიუხედავად, შეერთებული შტატები ალიანსს არ დატოვებენ.
ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
„შეერთებული შტატები ერთგულ და მნიშვნელოვან მოკავშირედ დარჩება, რადგან აშშ-ის ინტერესშია, ჰყავდეს 30-ზე მეტი მეგობარი და მოკავშირე”, – თქვა მან.
სტოლტენბერგის თქმით, ეს არ ის, რაც არ აქვთ არც ჩინეთს და არც რუსეთს და რაც აშშ-ს გაცილებით უსაფრთხოს და ძლიერს ხდის.
ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ თავის დროზე, შეხვედრების დროს ტრამპს არასოდეს უთქვამს, რომ თავდასხმის შემთვევაში აშშ ევროპას არასდროს არ დაეხმარება.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ტრამპის მთავარი პრეტენზია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპელი მოკავშირეები თავდაცვაზე საკმარის ფულს არ ხარჯავენ.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ევროპელი მოკავშირეები ახლა ზრდიან ამ ხარჯებს, ”ასე რომ, ჩვენ გვაქვს სათქმელი ფინანსური ტვირთის განაწილებაზე”.