ბაშკორტოსტანში არეულობაა – სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
ბაშკორტოსტანის ქალაქ ბაიმაკში, სასამართლოს შენობასთან, სადაც დღეს აქტივისტი – ფაილ ალსინოვი გაასამართლეს, სპონტანური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
რამდენიმე ათასი ადამიანი ითხოვს ალსინოვის გათავისუფლებას და სკანდირებს – “სირცხვილი!”
ადგილზე სამართალდამცავებსა და შეკრებილებს შორის შეტაკებაც მოხდა.
ძალოვნებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ასევე, ხალხს ხელჯოხებით უსწორდებოდნენ.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია. დაახლოებით, 22-მა ადამიანმა სამედიცინო დახმარებას მიმართა.
ბაიმაკის სასამართლოსთან აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება.
დაკავებულ ფაილ ალსინოვს ბრალად სიძულვილის ან მტრობის გაღვივება ედება და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.