ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში დაღუპული ისრაელელი სამხედროების რიცხვი 192-მდე გაიზარდა
ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, 16 იანვარს ღაზას ჩრდილოეთით ორი სამხედრო დაიღუპა, შესაბამისად, ჯამურად, დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი 192-მდეა გაზრდილი.
16 იანვარს “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ 32 წლის სერჟანტი, ზახარია პესახ ხაბერი და 34 წლის მაიორი იაირ კაცი.
IDF აცხადებს, რომ კიდევ ორი რეზერვისტი მძიმედ დაიჭრა, მათგან ერთი ღაზას ჩრდილოეთით ბრძოლების დროს, მეორე კი – ღაზას საზღვართან.