სლოვაკეთის პრემიერმა ორბანის მიერ უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს დაბლოკვას მხარი დაუჭირა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ბუდაპეშტში უნგრეთის ვიცე-პრეზიდენტთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარს უჭერს მის ლეგიტიმურ ბრძოლას ევროკავშირის ბიუჯეტში ცვლილებების წინააღმდეგ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფისთვის.
უნგრეთის პოზიციის კომენტირებისას ევროკავშირის ბიუჯეტის გადახედვის დაბლოკვის შესახებ უკრაინის მხარდაჭერის ოთხწლიანი პროგრამის შესაქმნელად, ფიცომ აღნიშნა, რომ თანხების გამოყოფის შემთხვევაში, უკრაინაში ორ ან სამ წელიწადში არაფერი შეიცვლება.
„თითოეულ მხარეს კიდევ ასი ათასი დაღუპული ჯარისკაცია და წინ არავინ წავა. რუსები გააგრძელებენ სამხედრო კონტროლს დონეცკსა და ლუგანსკზე. რა თქმა უნდა, ისინი არ დატოვებენ ყირიმს, მაგრამ რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებებში გაუმჯობესდება“, – დასძინა სლოვაკეთის პრემიერმა.