უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტზე ბლოკადა მოიხსნა
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტზე ბლოკადა მოიხსნა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო დაცვის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, დღეს, კიევის დროით 20:00 საათზე, პოლონელი გადამზიდველების საპროტესტო აქცია დოროგუსკ-იაგოდინის საგუშაგოსთან დასრულდა.
საზღვარზე სატვირთო ტრანსპორტის ორივე მიმართულებით გაფორმება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.