ზელენსკი: აგრესორზე ზეწოლის შემცირება ომს წლებს მატებს

აგრესორზე ზეწოლის ყოველი შემცირება ომს წლებს მატებს, მაგრამ უკრაინელი დამცველების ნდობაში ყოველი ინვესტიცია ომს ამცირებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს წელი გადამწყვეტი უნდა იყოს. შეიძლება თუ არა უკრაინის ომის გაყინვა მისი დასასრული გახდეს? არ მინდა დავკმაყოფილდე იმ ჭეშმარიტებით, რომ ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი საბოლოოდ კვლავ განახლდება.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის შემდეგ დონბასში ომის გაყინვის მცდელობები იყო. იყვნენ ამ პროცესის ძალიან გავლენიანი გარანტორები – გერმანიის მაშინდელი კანცლერი, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტები. მაგრამ პუტინი არის მტაცებელი, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული საკვებით. და ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი შვილები, ჩვენი სახლები, ჩვენი სიცოცხლე. ეს უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები