პუტინი: უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ჩაიშალა და თუ ასე გაგრძელდა, უკრაინის სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შემადგენელი ერთეულების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თუ ის, რაც ახლა გრძელდება, რაც ახლა ხდება – და ახლა ეს სრულიად აშკარაა: არა მხოლოდ მათი კონტრშეტევა ჩაიშალა, არამედ ინიციატივა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია – თუ ასე გაგრძელდა, მაშინ უკრაინის სახელმწიფოებრიობამ შესაძლოა გამოუსწორებელი, ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღოს“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

ამასთან, მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა ე.წ. სამშვიდობო დიალოგის ამკრძალავ მოთხოვნებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები