ევროკავშირმა “ჰამასის” ლიდერი იაჰია სინვარი ტერორისტთა სიაში შეიყვანა

ევროკავშირმა “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი იაჰია სინვარი ტერორისტების სიაში შეიყვანა, ასევე, მას 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.

ამის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ სინვარის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დღეიდან შედის.

“სიაში შეყვანის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში იაჰია სინვარის ყველა ფინანსური რესურსი და აქტივი გაიყინება. ევროკავშირის ოპერატორებს, ასევე, ეკრძალებათ მისთვის თანხების და ეკონომიკური რესურსების შეთავაზება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები