ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა
ბაქოში, ავეჯის საწარმოს ნანგრევებიდან, სადაც 15 იანვარს აფეთქება მოხდა, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს.
ამრიგად, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც არის.
მომხდარის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, 3 მოქალაქე მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.