შვეიცარია 2025-2028 წლებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად 1,75 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, ვიოლა ამგერდმა ბერნში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის მხარდასაჭერად შვეიცარიამ დაგეგმა მილიარდნახევარი ფრანკის (1,75 მლრდ დოლარის)
„გამოყოფა შემდეგი საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის პერიოდისთვის 2025 წლიდან 2028 წლამდე“, – განაცხადა ვიოლა ამგერდმა.