ბაქოში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 24 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, რზა ხუდიევმა განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბაქოში ბინაგადის რაიონში მდებარე ავეჯის საწარმოში აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები