ნორლანდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა

  საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. ელჩმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი.
“ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, რაც აისახება მთელ რიგ სხვადასხვა ფაქტორში. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ დაპატიჟა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რათა მონაწილეობა მიიღოს გაეროს უშიშროების საბჭოს განხილვაში ერაყთან დაკავშირებით, რომელიც 19 სექტემბერს შედგება. ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრები მიწვეულები არიან ვაშინგტონში, რათა მონაწილეობა მიიღონ გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამიტზე, რომელიც მოგვიანებით გაიმართება”, – განაცხადა ელჩმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 13 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდებს საქართველოს ყველა პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალას, ერთობლივად იმუშავონ, რათა ქვეყანა წინ წავიდეს და ძალისხმევა მიიმართოს ეკონომიკური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაზე, ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე, რომელიც დაფუძნებულია ახლახან განხორციელებულ მიღწევებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები