გიორგი მღებრიშვილმა მსჯავრდებულებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არასრულწლოვანთა #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა და მსჯავრდებულებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა არასრულწლოვნებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. თითოეულმა მსჯავრდებულმა ინდივიდუალურად მიიღო შემეცნებითი ლიტერატურა, ბლოკნოტი და წარწერიანი კალამი, რომელზეც გამოსახული იყო მსჯავრდებულის ვინაობა და ვიქტორ ჰიუგოს ფრაზა -„ვინც აღებს სკოლის კარს, კეტავს ციხისას.“
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სასწავლო წლის დადგომა მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. სტუმრები მოზარდებს განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და სასჯელაღსრულების დაწესებულების მალე დატოვება უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები