სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განაცხადების მიღება დაიწყო
სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას განათლების საერთაშორისო ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლის და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯის სრულად დაფინანსებას.
“წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე https://shorturl.at/jyDX2
სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება განაცხადების შემოტანის პერიოდში, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.
კონსულტაციის გავლა ასევე შესაძლებელია სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 970 197 და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით”, – წერია ინფორმაციაში.