თენგიზ ფხალაძე: არ ვიცი, რატომ არის პრეზიდენტი სასაცილო მდგომარეობაში

   არ ვიცი, რაზეა საუბარი ან რატომ არის პრეზიდენტი სასაცილო მდგომარეობაში, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტს არაერთი ვიზიტი აქვს გამხორციელებული როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. არაერთი ღონისძიება ჩაუტარებია თბილისში და აქედან მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე მიუღია ქვეყანას”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილს ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები