თბილისის მერიასა და გამგეობებში მოქალაქეთა მიღება მიმდინარეობს

   თბილისის მერიაში მოქალაქეთა ორშაბათის მიღება მიმდინარეობს. თბილისის მერი, მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით 250-მდე მოქალაქეს შეხვდებიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებთან შეხვედრები მიმდინარეობს ასევე ქალაქის ათივე რაიონულ გამგეობაში.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები