ზელენსკი: ნუ მისცემთ რუსეთს კონტრშეტევის მომზადების უფლებას – თუ ომი გაიყინება, სანქციები შესუსტებას დაიწყებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საჭიროდ მიიჩნევს ომის გაყინვის თავიდან აცილებას, რათა რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ძლიერი კონტრშეტევა მოამზადოს.
„ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გაყინვის უფლებას. ნუ მისცემთ რუსეთს საშუალებას, მოემზადოს ძლიერი შეტევისთვის. ნუ მისცემთ მათ ამის უფლებას. ნუ მისცემთ რუსეთს უფლებას, კვლავ გაძლიერდეს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ეს ომი უნდა დასრულდეს.
მანვე დასძინა, რომ თუ ომი გაიყინება, დროთა განმავლობაში სანქციები შესუსტებას დაიწყებს.
„ამ წლის გაძლება არ ნიშნავს ჩვენი ზოგიერთი ტერიტორიის დათმობას, არავის მისცეთ კონფლიქტის გაყინვის უფლება, რომ რუსეთი არ მოემზადოს ძლიერი კონტრშეტევისთვის ერთ, ორ, სამ ან ხუთ წელიწადში, რათა მათ ამის საშუალება არ ჰქონდეთ, მანამდე ომი დაასრულონ. რათა მათ არ მივცეთ საშუალება, გაზარდონ თავდაცვის წარმოება და გაყინონ კონფლიქტი წელს, რათა მათმა სამხედროებმა მზადება დაიწყონ. რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება, უკრაინა კი ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.