ბენიამინ ნეთანიაჰუ: სამხრეთ აფრიკა მონსტრებს იცავს და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს

სამხრეთ აფრიკა მონსტრებს იცავს და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს, როდესაც ის გენოციდს ებრძვის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუ ჰააგაში მიმდინარე სასამართლო მოსმენას გამოეხმაურა, სადაც ისრაელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ღაზაში გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს.

„ტერორისტული ორგანიზაცია ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ყველაზე საშინელ დანაშაულს სჩადის და ახლა ვიღაცა გამოდის ჰოლოკოსტის სახელით მათ დასაცავად. რა თავხედობაა.

სამხრეთ აფრიკის თვალთმაქცობას საზღვარი არ აქვს. სად იყავით, როდესაც სირიასა და იემენში მილიონობით ადამიანი იქნა მოკლული ან თავისი სახლებიდან გაყრილი, და ვის მიერ? „ჰამასის“ პარტნიორების მიერ“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ისრაელი ტერორისტებთან ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე გააგრძელებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სამართლიანი უფლების დაცვას, დავიცვათ საკუთარი თავი. ისრაელი გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები