ზვიად ძიძიგური: ვიცე-სპიკერის პოსტზე დუმბაძის შემცვლელზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურს მიაჩნია, რომ მურმან დუმბაძე არც უმრავლესობაში უნდა იყოს და არც ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე.
მისივე განცხადებით, თუ ვინ შეცვლის დუმბაძეს ვიცე-სპიკერის პოსტზე, გუნდში მჯელობა უკვე გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
“ბატონ მურმანთან დაკავშირებით გუშინ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და იგი პარტიიდან გაირიცხა, ამიტომ ლოგიკურია, რომ ბატონი მურმანი არც უმრავლესობაში იყოს და არც ვიცე-სპიკერი. ვინაიდან მას გაცხადებული აქვს, რომ ოპოზიციური საქმიანობა უნდა. ვფიქრობ, ვიცე-სპიკერი უნდა იყოს აჭარის რეგიონიდან ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, თუმცა არა მურმან დუმბაძე. ვიცე-სპიკერის პოსტზე მის შემცვლელზე ნაფიქრი გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.