„ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ მუსლიმურ სახელმწიფოებს იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ მან კატარში, მუსლიმ მეცნიერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელმა ღაზაში მიმდინარე ომში ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია.
როგორც მან აღნიშნა, „ჰამასი“ მძევლებს მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლებს, რაც ისრაელის ციხეებიდან ყველა პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება.
ამასთან, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერმა მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, „მხარი დაუჭირონ პალესტინურ წინააღმდეგობას იარაღით, რადგან ეს არ არის მხოლოდ პალესტინელი ხალხის ბრძოლა“.