“ბრაკონიერები მთავრობამ შემოუშვა და საიდან გვექნება თევზი” – აფხაზეთში ადგილობრივი ვიდეოს ავრცელებს და თურქული თევზმჭერი გემების მომრავლებას აპროტესტებს

ოკუპირებულ სოხუმსა და ოჩამჩირეში თურქული თევზმჭერი გემებია მომრავლებული, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ.

სოციალურ ქსელში სოხუმის ნავსადგურში გადაღებული ფაქტის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

“თურქული გემებია და ჩვენ მერე თევზი გვინდა. საიდან გვექნება თევზი. აფხაზეთის მთავრობამ შემოუშვა ეს ბრაკონიერები, რომლებიც კლავენ ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს ჩვენს ზღვაში. იქითაც დგანან, მეორე მხარეს. როგორი მასშტაბებია. ამხელა გემები, სოხუმის პატარა ნავსადგურში. ამდენივე ოჩამჩირეშიც დგას. თითქოს “ხამსას” (ქაფშია) იჭერენ, მაგრამ უზარმაზარი მაცივრებია, შეხედეთ! მაცივრები ნამდვილად არ არის “ხამსასთვის”,- ამბობს ადგილობრივი, ვიდეოს ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები