იაპონიაში 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში, ნიიგატას პრეფექტურაში 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტო ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი წყლის ქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

მიწისძვრის შედეგად შესაძლო მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

1-ელ იანვარს იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, მათგან 3 ძლიერი სულ რამდენიმე წუთის შუალედში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები