ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონში ხანძარს 60 წლის ქალი ემსხვერპლა
ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლის ქალი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
ხანძრის შესახებ ინფორმაცია 7 იანვარს, დილის 9:32 საათზე შევიდა.
მეხანძრეების მისვლამდე სახლი უკვე დამწვარი იყო.
დაწყებულია გამოძიება.