იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში 1-ელ იანვარს მომხდარი 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 202-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ Kyodo News Agency ადგილობრივ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 180 დაღუპულის შესახებ, 565 ადამიანი დაშავდა, 323-თან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ყველაზე მეტი მსხვერპლი ქალაქ სუძუსა და ვაძიმაშია.