შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანია, რომ ომები, რომლებიც მიმდინარეობს დასრულდეს
“სრულიად საქართველოს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს ვულოცავ შობას! სიყვარული და სიკეთე ყოფილიყოს ყველას გულში, ყველას ოჯახში”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვა ხაზი, მათ შორის, მშვიდობის მნიშვნელობას.
“ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად ვუყვარვართ ჩვენ უფალს, გვახსენებს, რომ ჩვენი სული არის უკვდავი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენგანმა აღმოვაჩინოთ ღმერთი ჩვენს გულში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვა ხაზი, მათ შორის, მშვიდობის მნიშვნელობას. ყველა ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რამდენად უფსკრულის პირზე დგას სამყარო; ომებით, რომელიც დღეს მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით უნდა ჰქონდეს ყველას გაცნობიერებული, თუ რამდენად მოსაფრთხილებელია მშვიდობა და რამდენად ახლოსაა არასტაბილურობა, რომელიც, ნებისმიერ მომენტში, შეიძლება გადაიზარდოს იმ უბედურებად, რომელიც ჩვენს რეგიონში ტრიალებს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანია, რომ ომები, რომლებიც მიმდინარეობს დასრულდეს”,- წერს პაპუაშვილი.