ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – დაშავებულია 8 ადამიანი

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფოტო: qartli.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები