„კობი. საშობაო ხის ორნამენტები. კობი – ეს შობაა” – ჯორჯ კობის სიახლე, რომელიც ამერიკაში დაინერგა

ეროვნული ბიბლიოთეკა ამერიკელი ბიზნესმენის,  ჯორჯ კობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მან სიახლე დანერგა და ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება დაიწყო.
ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში დაბადებულმა გრიგოლ კობახიძემ გრძელი გზა განვლო, სანამ წარმატებული ამერიკელი ბიზნესმენი, მინის მწარმოებელი ქარხნის მფლობელი და არაერთი გამოგონების ავტორი ჯორჯ კობი გახდებოდა.
„მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობიმ სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. Babel Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ის ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც „ორნამენტი“ უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა: „კობი. საშობაო ხის ორნამენტები. კობი – ეს შობაა”, – ვკითხულობთ გრიგოლ კობახიძის, იგივე ჯორჯ კობის ბიოგრაფიაში, რომელიც განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის www.nplg.gov.ge ელექტრონულ ბაზაში – „ქართველები უცხოეთში“.
ფოტოზე:  ჯორჯ კობის მიერ ამერიკაში დამზადებული სათამაშოები, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები