კიევში თავდასხმის შედეგად მეტროსადგური დაზიანდა – სულ მცირე, 5 ადამიანია დაშავებული

კიევში, აფეთქების შედეგად მეტროსადგური “ლუკიანოვსკაიას” შენობა დაზიანდა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა. ასევე, უკვე ცნობილია, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში, სულ მცირე, 5 ადამიანია დაშავებული.

“პოდოლსკის რაიონში ექიმებმა ორ მამაკაცს დახმარება ადგილზე გაუწიეს. ერთი დაშავებული გადაიყვანეს სვიატოშინსკის რაიონის საავადმყოფოში, ორი კი შევჩენკოვსკის რაიონში”, – განმარტეს კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

გარდა ამისა, “რაშისტების” დღევანდელი მასირებული იერიშის შედეგად, ლვოვში ერთ-ერთ ლიცეუმში ხანძარი გაჩნდა. მანამდე იყო ცნობილი, რომ რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, სავარაუდოდ – არიან დაშავებულები.

ასევე, დარტყმის შედეგად დნიპროს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა.

ყველა ინფორმაცია ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები