“ეს შეიძლება, ჩაითვალოს ერთგვარ წინასაარჩევნო ხრიკად, რაც მიზნად ისახავს კონკრეტული მიმართულების წარმომადგენლების მოსყიდვას” – გივი მიქანაძე ხაზარაძის მიერ ფონდის დაფუძნებაზე
“ხაზარაძის მხრიდან მსგავსი ფონდის დაფუძნება შეიძლება, ჩაითვალოს ერთგვარ წინასაარჩევნო ხრიკად, რაც მიზნად ისახავს, რომ კონკრეტული მიმართულების წარმომადგენლები მოისყიდოს წინასაარჩევნოდ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე “ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დაფუძნების შესახებ.
„სად იყო წლების წინ მამუკა ხაზარაძე, რომელიც გარიგებული იყო მაშინდელ ხელისუფლებასთან და ახლა, წინასაარჩევნოდ გაახსენდათ მსგავსი ფონდების გაკეთება“, – აღნიშნა მიქანაძემ.