ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე: ყველაფერი იკადრა, შეიძლება ესეც იკადროს
არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთოს. პირიქით, ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ჩართვა ამ სუბიექტებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ამისთვის, აგვისტო-სექტემბერში ის შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან და პირდაპირ ჩაერთვება არჩევნებში. ბევრს არაფერს კარგავს, ისედაც გადის ვადა წლის ბოლომდე მის უფლებამოსილებას. აქაც ვერ თვლიან – რა მიიღეს გახარიას გადაყენებით? საბოლოო ჯამში ვერაფერი. პირიქით, რესურსიც დაკარგეს. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების ბერკეტს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა, შეიძლება ესეც იკადროს“, – აღნიშნა კობახიძემ.