“არ მგონია, „ლელოს“ ამომრჩეველი ბედნიერი იყოს იმით, რომ, ალიანსის შემთხვევაში, „ნაცმოძრაობის“ ნაწილი მამუკა ხაზარაძის პარტნიორი აღმოჩნდება” – მიხეილ სარჯველაძე

„არ მგონია, „ლელოს“ ამომრჩეველი ყველა ბედნიერი იყოს იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, მეილია იქნება თუ სხვა, პარტნიორია აღმოჩნდება მამუკა ხაზარაძის. მერწმუნეთ, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს კრიტიკული პოზიცია ექნება“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს ხალხი არის პოლიტიკოსთა ისეთი ერთობლიობა, რომლებიც, სამწუხაროდ, პოლიტიკას ისე აკეთებენ, რომ ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. ყოველთვის სჭირდებათ რაღაც ნიღაბი, შირმა, რომლის მიღმაც, საზოგადოებისთვის ფარულად, თანამშრომლობის ძაფებს აბამენ და ასე შემდეგ. სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა. ეს რომ ასეა ჩანს, გადაწყვეტილებებიდან, რომელიც მათთვის მნიშვნელოვან საქმეს რომ სჭირდებოდა, იმის მიუხედავად ეს ხელისუფლებისა და ქვეყნისთვის საინტერესო იყო თუ არა, ამ თანამშრომლობაზე ყოველთვის მიდიოდნენ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ელექტორალური თვალსაზრისითაც ამ მხრივ პრობლემა აქვთ. კარგად ხვდებიან ამას, რადგან საზოგადოებას რამდენიც  უნდა ელაპარაკო, რომ მელია ან კონკრეტულად რომელიმე პირი იმ პერიოდის ხელისუფლებაში თანამდებობაზე არ იმყოფებოდა, საკმარისი არ არის.

ცდილობენ, ისე შეფუთონ ახალი პოლიტიკური გაერთიანებები ან „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები, რომ თითქოს, ისინი არ არიან შემოქმედები იმ დანაშაულებრივი სისტემის და რა თქმა უნდა, ეს სამართლიანი და მართებული არ არის.

არ მგონია, „ლელოს“ ამომრჩეველი ყველა ბედნიერი იყოს იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, მეილია იქნება თუ სხვა, პარტნიორი აღმოჩნდება მამუკა ხაზარაძის. მერწმუნეთ, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს კრიტიკული პოზიცია ექნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები