სოფელ მარანთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან, თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები