საფრანგეთის ელჩი: რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა არის უკანონო და ბათილი

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით “ტვიტერზე” წერს და ამბობს, რომ ფაქტი უკანონოა.

“საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა რუსეთისთვის, არის უკანონო და ბათილი”,- წერს ელჩი “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა გუშინ დილით რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები